ბიზნეს მრჩეველი და აუდიტი

,,ბიზნეს მრჩეველი და აუდიტი’’  არის აუდიტორული კომპანია, რომელიც თავის მომხმარებლებს სთავაზობს როგორც სრულ საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას, ასევე ბიზნესთან დაკავშირებულ სხვადასხვა მიმართულების კონსულტაციებს.

კომპანიის მმართველი პარტნიორი და დამფუძნებელია საფინანსო სფეროში 18 წლიანი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული აუდიტორი ქეთევან კვიტაშვილი (SARAS-A-108273), რომელსაც აქვს მმართველ პოზიციებზე მუშაობის 10 წელზე მეტი  გამოცდილება  აუდიტორული, საბუღალტრო, საგადასახადო და ბიზნეს კონსალტინგის მიმართულებით.

კომპანიის  მთავარი  მიზანია ცალკეული მომხმარებლების ინდივიდუალურ საქმიანობაზე მორგებული ხარისხიანი, კონფიდენციალური  და საიმედო სერვისების მიწოდება, რასაც ეფექტურად ახორციელებს თავისი მაღალკვალიფიციური და მრავალწლიანი  გამოცდილების მქონე კადრებით.  აქ დაგხვდებათ მეგობრული და პარტნიორული გარემო, ჩვენ გავხდებით თქვენი ბიზნესის საიმედო ფინანსური მცველები წარმატებისკენ სავალ გზაზე.

კომპანიის პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია წამყვან სადაზღვევო კომპანიებში, შესაბამისად ნებისმიერი რისკი, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას მომსახურების პროცესში, დაზღვეულია და ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას.  ჩვენთან ურთიერთობით თქვენ ზოგავთ დროსა და ენერგიას და იძენთ სიმშვიდესა და სტაბილურობას.