
ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება
ბუღალტრული აღრიცხვის გამართულად ფუნქციონირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბიზნესის ეფექტურად მუშაობისთვის. ბუღალტერიის სწორი წარმოება გაძლევთ საშუალებას, გაანალიზოთ პროცესები და მიიღოთ დროული და სწორი გადაწყვეტილებები, ასევე თავიდან აიცილოთ საგადასახადო რისკები.
შპს ,,ბიზნეს მრჩეველი და აუდიტი“ მომხმარებლებს სთავაზობს საბუღალტრო აღრიცხვის მოქნილ სისტემას, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია დამკვეთის სამეწარმეო საქმიანობაზე და ითვალისწინებს მის მოცულობას, სირთულესა და სპეციფიკას და შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ადგილობრივ კანონმდებლობასთან.
საბუღალტრო მომსახურება მოიცავს:
- პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ოპერაციების წარმოებას ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამაში;
- ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას;
- ყოველწლიური ანგარიშგების წარდგენას ზედამხედველობის სამსახურში (SARAS);
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ან/და სხვა შესაბამის მარეგულირებელთან, ინფორმაციის წარდგენას;
- შემოსავლების სამსახურის მხრიდან შემოწმების შემთხვევაში პროცესში ჩართვას;
- არსებული სააღრიცხვო პოლიტიკისა და პროცედურების გადახედვას და რეკომენდაციების გაცემას.
ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ მოწოდებული ინფორმაციის ფარგლებში, ჩვენი მიზეზით გამოწვეულ საგადასახადო თუ სხვა ფინანსურ ზარალზე.
საბუღალტრო აღრიცხვაზე ზედამხედველობის წარმოება
აღნიშნული სერვისით შეუძლიათ ისარგებლონ ისეთმა მომხმარებლებმა, რომელთაც ადგილზე ჰყავთ ფინანსური სტაფი და უნდათ მათი საქმიანობის ზედამხედველობა და რისკების მინიმუმამდე დაყვანა. ჩვენი კომპანია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრებით, წარმატებით ახორციელებს მსგავს სერვისს, რაც მოიცავს:
- საბუღალტრო აღრიცხვის კონტროლის სისტემის შემუშავებას;
- საბუღალტრო აღრიცხვის პერიოდულ შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში მის კორექტირებას;
- ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების სისწორის შემოწმებასა და დადასტურებას; კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ დამკვეთის ინფორმირებას;
ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა
პირებს, რომელთაც ან საერთოდ არ აქვთ, ან ეჭვი აქვთ, რომ კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, ჩვენ ვთავაზობთ მოწოდებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ბუღალტრული გატარებების ასახვას საბუღალტრო პროგრამაში საერთაშორისო სტანდარტებისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად დამკვეთისთვის სასურველ პერიოდზე.
აღნიშნული სერვისის მიღებით, თქვენ გამოასწორებთ წინა პერიოდის შეცდომებს და მინიმუმამდე დაიყვანთ საგადასახადო ორგანოს მხრიდან შემოწმებისას დაჯარიმების რისკს. გარდა ბუღალტრული ბაზის აღდგენისა, ჩვენი სერვისით დამატებით მიიღებთ პირველადი დოკუმენტების გაუმართაობის და დეკლარირებული მონაცემების სხვაობების შესახებ დეტალურ რეპორტს ხარვეზების და სხვაობების შესახებ და მათ გამოსასწორებელ რეკომენდაციებსაც.