ბიზნეს მრჩეველი და აუდიტი

საგადასახადო აუდიტი

გასული პერიოდის საგადასახადო აუდიტი

გასული პერიოდის საგადასახადო აუდიტის გარიგება მოიცავს ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის  შემოწმებას, რომლის შედეგად ხდება კომპანიის საგადასახადო რისკების შეფასება და მათი მინიმუმამდე დაყვანა. აუდიტის პროცესში მოწმდება ყველა სახის გადასახადის საგადასახადო ბაზა, ხდება არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და გაცემა.

მიმდინარე საგადასახადო აუდიტი

მიმდინარე საგადასახადო აუდიტი გულისხმობს დამკვეთის ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის ყოველთვიურ შემოწმებას საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით.  

ყოველი თვის სრული მონიტორინგის გარდა, დამკვეთი ასეთი სერვისით დამატებით იღებს მისი ბიზნესისთვის რელევანტური საგადასახადო ცვლილებების, სიახლეების და აქტუალური თემების შესახებ კონსულტაციებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრის ორგანიზებას და პრობლემური საკითხების დეტალურ განხილვას.

საგადასახადო საკონსულტაციო მომსახურება

საგადასახდო საკონსულტაციო მომსახურება მომხმარებლებს  სთავაზობს დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების და ექსპერტების მიერ კონკრეტულ სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებულ საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებას, კონსულტაციებს არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად გასატარებელ ღონისძიებებზე და საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ან მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ დროულ ინფორმირებას, ასევე  კითხვა-პასუხს  ონლაინ რეჟიმში, სურვილის შემთხვევაში შეხვედრის ორგანიზებას და პრობლემური საკითხების დეტალური განხილვას.

 

საგადასახადო შემოწმებების პროცესში მხარდაჭერა

აღნიშნული სერვისი მომხმარებლებს სთავაზობს საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას   საგადასახადო მხარდაჭერას, რაც მოიცავს დამკვეთი  სუბიექტის შესამოწმებელი პერიოდის  დეკლარირებული ინფორმაციის  შესწავლას,   დამკვეთის მიერ შემოსავლების სამსახურში წარსადგენი დოკუმენტაციის შევსებაზე  რეკომენდაციების გაცემას,  შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობას მინდობილობის საფუძველზე და აუდიტის მიმდინარეობის ზედამხედველობას.

 

საგადასახადო დავების წარმართვა 

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე დავის შემთხვევაში, ჩვენი კომპანია გადასახადის გადამხდელებს სთავაზობს მათი  უფლებების დაცვას ნებისმიერ ინსტანციაში.

საგადასახადო დავის წარმოების პროცესში ჩვენი კომპანიის მხარდაჭერა მოიცავს:

დავისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავებას და შესწავლას, საჩივრის მომზადებას და საჭიროების შემთხვევაში, სამივე ინსტანციაზე დამკვეთის ინტერესების დაცვას.